ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე
წალკაში, დაბა თრიალეთში უხვი ნალექი ყოველ ჯერზე, უკვე წლებია მიქელაძეების სახლს და მოსავალს აზიანებს. ბადრი მიქელაძე გვეუბნება, რომ მიზეზი სანიაღვრე არხია, უფრო კონკრეტულად კი მისი არქონა. მის მსგავსად ეს პრობლემა სოფელში მცხოვრებ 15-მდე ოჯახს ექმნება. Თრიალეთში მცხოვრებლები სანიაღვრე არხის გაკეთებას ითხოვენ.
პრობლემის შესახებ ინფორმირებულია, წალკის მერის წარმომადგენელი მურად ირემაძე. მისი თქმით, დაბა თრიალეთში სანიაღვრე არხის მოწყობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა ადგილობრივების წინააღმდეგობის გამო შეწყდა.
როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ამირან საყვარელიძე გვეუბნება, სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებდა, თუმცა მოსახლოების ნაწილი წინააღმდეგი აღმოჩნდა, რადგან არ სურდათ, რომ არხს მათი სახლების წინ გაევლო. Ისინი ასევე, სახელმწიფოსგან კომპენსაციას ითხოვდნენ.
Არხის გაყვანის შეჩერების მოთხოვნა რომ არსებობდა ადასტურებს Ჩვენი რესპონდენტიც, თუმცა დაბა თრიალეთში მცხოვრები ბადრი მიქელაძე ამბობს, რომ წინააღდმეგი მხოლოდ 1 ოჯახი იყო, რომელიც ამჟამად დაბა თრიალეთში აღარ ცხოვრობს.
Რამდენად გაითვალისწინებს მოსახლეობის უმეტესობის მიმართვას და Გაიყვანს თუ არა საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაბა თრიალეთში სანიაღვრე არხს, კითხვით საავტომობილო გზების დეპარტამენტს მივმართეთ. უწყებიდან პასუხს ველოდებით.