ჯავახეთის და ქვემო ქართლის დეპუტატებს 2022 წელს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლით არ უსარგებლიათ

April 20, 2023

ჯავახეთის მაჟორიტარ დეპუტატს, სამველ მანუკიანს და პარლამენტში პარტიული სიით შესულ დეპუტატს ჯავახეთიდან სუმბატ კიურეღიანს საკანონმდებლო ორგანოში მანდატის მიღების შემდეგ სიტყვის გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ, მათ შორის არც 2022 წელს, – კვლევას საერთაშორისო გამჭვირვალობა აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, მსგავსებს შორისაა ქვემო ქართლის დეპუტატი, გოგი მეშველიანიც, 2022 წელს არც მისი მიკროფონი ჩართულა.

დეპუტატი გვეუბნება, რომ კომიტეტის სხდომებზე აქტიურობენ და “აღარ დგას საჭიროება საკითხებზე ისევ კითხვების დასმის.”

ჩვენ ასევე ვცდილობდით დავკავშირებოდით დეპუტატებს ჯავახეთიდან, თუმცა მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია პარლამენტის 18 წევრს, საიდანაც 10 უმრავლესობის, 6 ოპოზიციის, ხოლო 2 უფრაქციო დეპუტატია.