Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

,, ხალხი იძულებულია რძე იაფად ჩააბაროს“ – როგორია რძის ფასი წალკაში

May 14, 2026

 წალკაში რძის პროდუქტები გაზაფხულის დადგომისთანავე იაფდება.  რძის  ფასის კლებას მოსახლეობის უკმაყოფილება  ახლავს თან.   თუმცა, წალკელი გლეხების მოთხოვნის მიუხედავად,  რძის ფასი თვიდან თვემდე კლებულობს.

მოსახლეობა ამბობს, რომ რძის რეალიზაციისგან მიღებული თანხა  საყოფაცხოვრებო ხარჯებს ვერ ფარავს.  უმეტეს შემთხვევაში  მერძევეობა  წალკელი ოჯახების ერთადერთი შემოსავალია. 

 ამ თემაზე ჩვენი რედაქცია წლებია მუშაობს.  მოსახლეობა,  მაშინაც წუხდა და გამოხატავდა უკმაყოფილებას  ნატურალური რძის  ჩასაბარებელ დაბალ ფასზე. ძროხის მოვლა-პატრონობა დიდ შრომას მოითხოვს, რეალიზაციისგან აღებული თანხა დაბალია და რძის წარმოება აზრს კარგავს. 

რედაქცია ცდილობს დაუკავშირდეს  რძის მიმღებ  მსხვილ კომპანიებს. გვაინტერესებს, როგორ ხდება ნედლი რძის ჩასაბარებელი  ფასის დადგენა და ხომ არ იგეგმება ფასის დასტაბილურება. 
თალიკო ბოლქვაძე სოფელ არწივანში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. თალიკოს 4 ძროხა ჰყავს და ყოველდღიურად აბარებს რძეს. ლიტრა რძის ფასი ამჟამად 1 ლარი და 40 თეთრია.  თვეში 100- 150 ლიტრს აბარებს. რძეს მხოლოდ მაშინ აბარებს როცა მაღალი ფასი აქვს, სხვა დროს სახლში იტოვებს. გვეუბნება, რომ დაბალ ფასად რძის ჩაბარება არ უღირს, რადგან  საკუთრივ ძროხის შენახვა ძვირია. რძიდან აღებული თანხა ოჯახის საჭიროებეს ხმარდება.

მერი დიმიტრაძე ეკომიგრანტია. ის  21 წელია რაც წალკაში, სოფელ არწივანში ცხოვრობს. 

რძის ფასით ისიც უკმაყოფილოა;“გაგვიაფეს რძე, ცხოვრება გაძვირდა, ყველაფერი გაძვირდა, არ ღირს ძროხის შენახვა. ჩასაბარებელი ლიტრა   რძის ფასი  1 ლარი და 40 თეთრია რაც  ძალიან დაბალია. სათიბი ბევრი არ გვაქვს, არ ღირს ქირაობა. თივა ძვირი ჯდება. 

ჩვენ დამოკიდებული ვართ სოფლის მეურნეობაზე, კარტოფილზე და ძროხების შემოსავალზე. უბრალო წყალი 1 ლარი და .80 -თეთრია, დენიც გაძვირდა ჩვენია ყველაფერი იაფი.”

მერი შავაძე გვიყვება, რომ სამი ძროხის რძისგან აღებული თანხა არაფერში ჰყოფნის.

“არ გვყოფნის, მაგრამ ვცდილობთ ვიმყოფინობთ, სხვა გზა არაა. არ გვაქვს მიწები, არ გვაქვს საძოვრები, ვქირაობთ, სანახევროდ ვცელავთ. ყველაფერი გაძვირდა, მაგრამ ჩვენი რძე არ ძვირდება. ოჯახის შემოსავალი რძეა, მეტი არაფერი გვაქვს.  დღეში 9 ლიტრა მაქვს,  აღებული თანხა  ძალიან ცოტაა. ამ თანხით ვყიდულობთ ზეთს, შაქარს, ყავას, ასე გაჭირვებულად ვცხოვრობთ.”


ძროხის მოვლა-პატრონობა რთულია, რძეს კი ფასი არ აქვს, გვიყვებიან სოფელ დარაკოვშიც. ,,ჩვენ გვყავს ძროხები ოჯახისთვის, ვეწევით მეცხოველეობას, მაგრამ ეს როგორც შემოსავალი არ შეესაბამება მის თვითღირებულებას. ამ დროისთვის რძის ფასი შეადგენს 1.40, უფრო იაფია ვიდრე წყალი. ასე ვცხოვრობთ თვიდან თვემდე, ზაფხულში კიდევ იკლებს. ეს დაცინვაა.”  – გაიანე კანდელიან. 

მზეო სურმანიძეს ჰოლანდიური ჯიშის საქონელი ჰყავს, ამბობს რომ მათ საქონელს  უფრო მეტი საკვები სჭირდება, ვიდრე სხვა ჯიშის ძროხას. ზამთარში ძროხის გამოკვება განსაკუთრებით ძვირი ჯდება, ახლა ძროხები  საბალახოზე გაშვებულები არიან,  მაგრამ მაინც ვაჭმევთ  დამატებით შინაც, რადგან ჯერ ბალახი დიდი არაა,   დახმარება სჭირდება ნორმალურად რომ მოიწველოს. თანხა დაბალია როგორც ყველის ისე რძის.  თუ ერთიანად დავდგებით ხალხი და უარს ვიტყვით რძის ჩაბარებაზე,შეიძლება დაფიქრდნენ. ჯობია ერთიანი თუ ვიქნებით ხალხი.  მაგრამ ხალხს კრედიტები აქვს და იძულებულები არიან ჩააბარონ. “


წალკის სოფლებში რძეს ადგილობრივები იბარებენ, შემდეგ კი  მსხვილ კომპანიას აბარებენ. ამბობენ რომ ფასს ისინი არ განსაზღვრავენ.