1 გარდაცვლილი და 4 დაშავებული- ავარია ახალციხე – ხაშურის დამაკავშირებელ გზაზე

January 3, 2022

საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვს. უამინდობის გამო გართულებულია გადაადგილება და ჩაკეტილია გზების ნაწილი. ახალციხე – ხაშურის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 2 მსუბუქი ავტომობილი და ერთი სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა – შედეგად დაშავდა 4 და გარდაიცვალა 1 პირი.

დაშავებულები ბორჯომის კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის, ირაკლი დიასამიძის თქმით, 1 ადამიანს ხელი ჰქონდა მოტეხილი. ამ ეტაპზე დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.