Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

წალკაში, ცოფის დადასტურების გამო, კარანტინი 8 მაისამდე გაგრძელდება – სეს

April 23, 2026

წალკაში, ცოფის დადასტურების გამო, კარანტინი 8 მაისამდე გაგრძელდება. რაც შეეხება არეალს, ის შემთხვევის წერტილიდან ანუ თამარ მეფის ქუჩიდან 3 კილომეტრის რადიუსში ვრცელდება  – ამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელობის საკითხის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოსაგან მანამ ვერ მივიღეთ, ვიდრე  ინფორმაცია საჯარო წესით არ გამოვითხოვეთ.

ამავე წერილით ჩვენი რედაქცია ითხოვდა ქვეყანაში ცოფის დადასტურებული შემთხვევების ბოლო სამი წლის სტატისტიკას. 

სეს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2026 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, ანუ 4 თვეში საქართველოში ცოფის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2 შემთხვევა ძაღლებს და 2 – მსხვილფეხა საქონელს შორის გამოვლინდა. 

მსხვილფეხა საქონელში ცოფი კახეთში დედოფლის წყაროში დაფიქსირდა, ხოლო ძაღლების შემთხვევაში ეს წალკა და მარტვილია. 

სეს-ის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციაში წერია რომ ცოფი წელს გარეულ ცხოველებში არ დაფიქსირებულა, მაშინ როდესაც იგივე უწყება აპრილის დასაწყისში წერდა რომ წალკაში ცოფი მელიის ლაბორატორიული შესწავლისას დაფიქსირდა.

რას უკავშირდება განსხვავებული ინფორმაცია? უწყებას დამაზუსტებელი შეკითხვებით უკვე მივმართეთ.

ამავე თემაზე:

2 დღე ცოფის შემთხვევის დადასტურებიდან კარანტინის გამოცხადებამდე – წალკაში ცოფი წელსაც დადასტურდა