რა ტრადიციები ახლავს სურბ საქრისის დღესასწაულს

February 7, 2022

სომხური თემი წმინდა სარქისის დღესასწაულის კვირეულს ზეიმობს. საკუთრივ დღესასწაული 12 თებერვალს აღინიშნება, რომელსაც წინ 5 დღიანი მარხვა უძღვის. სურბ სარქისის ხსენების დღეს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომხები და ეთნიკურად ქართველები ერთად აღნიშნავენ.

გადმოცემის თანახმად დღესასწაულს თან ახლავს თავისი ტრადიციები: მაგალითად, ღამე ოჯახის ერთი წევრი სახლის სახურავზე ლანგრით მოხალულ ფქვილს დებს და თუ დილით ფქვილზე ნაკვალევი დარჩება მიიჩნევა, რომ ეს წმინდა სარქისის ცხენის კვალია. ეს კი მათი ოჯახისთვის წარმატების მომტანი იქნება.

ასევე, ამ დღესთან დაკავშირებით ყველაზე გავრცელებული ტრადიციაა მარილიანი კვერების გამოცხობა. გადმოცემის თანახმად, დაოჯახების მსურველები დღის განმავლობაში წყალს არ სვამენ და ძილის წინ მარილიან კვერს მიირთმევენ. გადმოცემის მიხედვით კი, სიზმარში წყალს საბედო ასმევთ. როგორ მოვამზადოთ მარილიანი კვერები? ვნახოთ ვიდეო ჩვენი არქივიდან.