ევროკავშირი, აშშ და უკრაინა – უკვე მეორე წელია საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორებად რჩებიან – კვლევას IRI აქვეყნებს.
ინფორმაციის მიხედვით, ევროკავშირის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 12%-ით გაზრდილია, უკრაინის 3 %-ით ხოლო აშშ-ს მაჩვენებელი უცვლელია.
პროცენტები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ევროკავშრი – 63 %
აშშ- 47 %
უკრაინა 27 %
ამავე კვლევის მიხედვით, გასული წლის მსგავსად, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თვლის, რომ რუსეთი ყველაზე დიდი პოლიტიკურია საფრთხეა ქვეყნისთვის – ასე მოსახლეობის 87% თვლის.
მონაცემები შეგროვდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში, პირისპირ ადმინისტრირებული CAPI-ის მეშვეობით
გამოიკითხა 1 500 18 და მეტი ასაკის მქონე საქართველოს მოქალაქე.
გამოხმაურების მაჩვენებელი 63 % ცდომილების ზღვარი ±2,5 %.