სამცხე-ჯავახეთში საკრებულოების მუშაობით უკმაყოფილოა, – 43 % ხოლო, მერიების მუშაობით 40 % – IRI

April 25, 2023

სამცხე-ჯავახეთში საკრებულოების მუშაობით უკმაყოფილოა, – 43 % ხოლო, მერიების მუშაობით 40 %- ამის შესახებ IRI-ს ახალ კვლევაში ვკითხულობთ.

კვლევის მიხედვით, რეგიონში საკრებულოების მუშაობას დადებითად 56 % აფასებს, ხოლო მერიების მუშაობას – 55 %.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ საკრებულოების მუშაობით ყველაზე მეტად უკმაყოფილო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არიან, ხოლო ყველაზე კმაყოფილები იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

რაც შეეხება მერიებს, მათი მუშაობა ყველაზე მეტად აჭარაში და ქვემო ქართლში მოსწონთ, ყველაზე ნაკლებად – მცხეთა-მთიანეთში და გურიაში

მონაცემები შეგროვდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში, პირისპირ ადმინისტრირებული CAPI-ის მეშვეობით
გამოიკითხა 1 500 18 და მეტი ასაკის მქონე საქართველოს მოქალაქე.

გამოხმაურების მაჩვენებელი 63 % ცდომილების ზღვარი ±2,5 %.