დაბა ადიგენის შესასვლელში, ე.წ. ,,ჩორჩნის წყაროს” მიმდებარედ სკვერის მოწყობისთვის 126 ათას ლარამდე გამოყოფა იგეგმება, – ამისთვის ადიგენის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ ლოკაციაზე იგეგმება სკვერის მოწყობა და მისი სკამებით, ურნებით და ლამპიონებით აღჭურვა.
ასევე, გათვალისწინებულია აბრის დამზადება წარწერით “ადიგენი”, სადაც გამოხატული იქნება მუნიციპალიტეტის რუკა.
რის საფუძველზე გადაწყდა სკვერის მოწყობა? – ადიგენის მერიაში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, კომპანია რომელიც ტენდერს მიიღებს სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში უნდა დაასრულოს. წინადადებების მიღება 08-13 იანვარს იწარმოებს.