გაიმართება თუ არა სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ახალციხეში

January 5, 2023

უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია სლოგანით, “არ მოკლა პრეზიდენტი” საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება, მათ შორის სამცხე-ჯავახეთშიც.

ჩვენი რედაქცია დაინტერესდა, იგეგმება თუ არა აქციის გამართვა ქალაქ ახალციხეში. ჩვენ ენმ-ს ახალციხის ოფისის წარმომადგენლობას დავუკავშირდით. ოპოზიციური პარტიის წევრის,კობა სანდროშვილის თქმით, ამ ეტაპზე ახალციხეში აქციის გამართვა დაგეგმილი არ არის.

მისივე თქმით, აქციის ორგანიზატორი პარტიის რეგიონული ოფისი არ ყოფილა.

აქვე გეტყვით, რომ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია უკვე გაიმართა აბასთუმანში და ახალქალაქში. აქციის მონაწილეები ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.