სომხური სამოციქულო ეკლესია ქრისტეს შობას და ნათლისღებას აღნიშნავს

January 6, 2023

სომხური სამოციქულო ეკლესია დღეს, 6 იანვარს, ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ერთდროულად აღნიშნავს.

როგორც ახალციხისა და ბორჯომის სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარი, ბერი ნორაირ სააკიანი გვეუბნება , ბიბლიის მიხედვით ქრისტე თავისივე დაბადების დღეს მოინათლა, ამიტომ ამ დღესასწაულებს ერთად აღნიშნავენ.

ახალციხის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში დილით საშობაო წირვა ჩატარდა, რომელიც შემდეგ ნათლობის რიტუალით გაგრძელდა.

აქვე გეტყვით, რომ მათმრთლმადიდებლების ნაწილი შობას 7 იანვარს აღნიშნავს. საშობაო ლიტურგია ეკლესიებში დღეს, ღამის 10 საათიდან იწყება.