ონის მუნიციპალიტეტში მეწყრის ჩამოწოლის გამო, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით სტიქიის ზონიდან სულ 200-ზე მეტი მოქალაქე, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, ხოლო 2 პირი გარდაიცვალა, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორც საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ ამ დრომდე ვერ ხერხდება 35 ადამიანთან დაკავშირება, რომელიც შოვში იმყოფებოდა.
“სამაშველო ოპერაცია გრძელდება სრული მასშტაბით, ვერტმფრენების გამოყენებით და უშუალოდ მაშველების ჩართულობით. რაც შეეხება ადამიანებს, ვისთან დაკავშირებაც ვერ ხერხდება, 35-ია ასეთი ადამიანია. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება, გადაზუსტება”, – თქვა მან.
ამავე წყაროს ცნობით, სამძებრო პროცესში 400-მდე მეხანძრე – მაშველი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები და სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი არიან ჩართულები.
შემთხვევა გუშინ მოხდა, გუშინვე, შსს-ს წარმომადგენლები სამძებრო ღონიძიებებში ჩაერთო, თუმცა იმის, გამო , რომ საქართველოში ღამის ხედვით აღჭურვილი ვერტმფრენები ვერ მოიძებნა სამაშველო ღონიძიებები ღამის საათებში შეჩერებული იყო.
“პირველი არხის” ცნობით სტიქიის ზონაში გაემგზავრა საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა მას ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ გვერდებზე არ გაუვრცელებია.