ახალციხეში, დაპირებიდან 3 წლის შემდეგ, გენგეგმის შემუშავება იწყება

August 3, 2023

ახალციხეში, დაპირებიდან 3 წლის შემდეგ, განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავება იწყება, – ამის შესახებ მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მერი განმარტავს, თანხის ნაწილი – 50% ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება, ხოლო დანარჩენს – სივრცითი განვითარების სააგენტო გამოყოფს. მისივე თქმით, პროცესი მომდევნო წლის იანვარ-თებერვალში დაიწყება.

როგორც ლაზარაშვილმა მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე თქვა, ახალციხეში არსებულ უსახურ და უკანონო მშენებლობებს გენგეგმა დაარეგულირებს.

მისი არ არსებობით გამოწვეულ პრობლემებზე ჩვენი რედაქცია წლებია მუშაობს. მაგალითად ე.წ რაბათის ტყისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭება, სწორედ განაშენიანების გენერალური გეგმის გამო არ ქონის გამო შეფერხდა, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგი არავინ იყო.

https://www.facebook.com/TOK.TVGeorgia/videos/1867494373642035

ფოტო: შერმაზანა