ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ზონაში მეორე დღეს ჩავიდა

August 4, 2023

საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში მეორე დღეს ჩავიდა, – გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში თათბირი გამართა. მან ტერიტორია ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ამასთან, “მთის ამბების” ცნობით რაჭის სოფელ სოფელ გლოლის მოსახლეობა სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილოა და სამაშველო ოპერაციაში ჩართვას ითხოვს.

“შოვში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიცია ადგილობრივებს ხეობაში შესვლის უფლებას არ აძლევს, თუმცა ახალგაზრდები დაკარგულების ძებნას მაინც იწყებენ. ნაპოვნია რამდენიმე მანქანა და ცხედარი.”