ახალციხეში, რაბათის დასახლებაში, ციხის მიმდებარედ არსებული ღია საკანალიზაციო მილის პრობლემით, რომლის შესახებაც ჩვენი რედაქცია უკვე მეორე წელია მუშაობს, “საერთაშორისო გამჭვრივალობა- საქართველო” დაინტერესდა.
საკანალიზაციო მილი ცენტრალურ სისტემაზე არ არის დაერთებული, შედეგად მილიდან მომდინარე ნარჩენი დასახლებაში ღიად გროვდება. აღნიშნული მილის სტანდარტებში მოქცევას და სანიტარული პირობების გაუმჯობესებას მოსახლეობა უკვე წლებია ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციამ ადგილობრივების ხელმოწერები შეაგროვა და ახალციხის მერიაში და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გაგზავნა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ასევე მოითხოვა, ჩვენ მიერ არაერთგზის გაშუქებული პრობლემური საკითხის, ყაზბეგის ქუჩაზე დაზიანებული საკანალიზაციო მილის და ხიდის შეკეთებაც.
როდესაც ყველამ იცის და მაინც არ კეთდება — ინფრასტრუქტურული პრობლემები ახალციხეში
ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ მომავალი აღნიშნული პრობლემების მოგვარება, მერიის უფლებამოსილების ფარგლებში წლიდან იგეგმებ.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში კი ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდნენ.
აქვე გეტყვით, რომ ხარისჭირაშვილის ქუჩაზაე დაზიანებული საკანალიზაციო მილის შესახებ, სიუჟეტი ჩვენ გასული წლის აპრილის თვეში მოვამზადეთ, მაშინ მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ საკითხზე მათთვის ოფიციალურად არავის მიუმართავს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში კი გვითხრეს, რომ მილის შეკეთება მათი კომპეტენცია არ იყო.