ქალაქ ბორჯომში ახალგაზრდა კაცს მე-3 დღეა ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, მიმდინარეობს სამძებრო–სამაშველო ღონისძიებები.
რამდენიმე დღით ადრე, დაკარგული ახალგაზრდა კაცის ძმა, ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვლილს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზი ექსპერტიზა ჩაუტარდა. როგორც უწყებაში გვითხრეს, გარდაცვალების მიზეზი დაახლოებით ერთ თვეში გაირკევა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ორივე შემთხვევაზე დაიწყო, თუმცა რომელი მუხლებით ჩვენს კითხვას არ უპასუხეს.
თავდაპირველად ინფორმაცია სამხეთის კარიბჭემ გაავრცელა.