150 000 ლარი ნინოწმინდის ქუჩების თოვლისგან გასაწმენდად

January 10, 2022

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია თოვლისგან ქუჩების გასაწმენდი მომსახურეობისთვის ტენდერს 150 000 ლარზე აცხადებს. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა განთავსებული.

სატენდერო დოკუმენტის თანახმად, შერჩეული კომპანია იღებს ვალდებულებას ნინოწმინდის და მუნიციპალიტეტის სოფლების გზები ერთი წლის განმავლობაში თოვლისგან წმინდოს. 

დოკუმენტის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა, შპს “დოროჟნიკ”-მა, რომელმაც მერიას სამუშაოებისთვის 130 ათას ლარამდე თანხა შესთავაზა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა/შეფასებითი სამუშაოები.