Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

17 500-მდე ლარი, ქვემო ენთლის სკოლის ნაწილობრივ რეაბილიტაციისთვის – ადიგენი

November 13, 2025

ადიგენის სოფელ ქვემო ენთელში, საჯარო სკოლის შენობის ნაწილობრივ რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც ადიგენის მერია 17 500-მდე ლარის დახარჯვას აპირებს, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება შენობაში, შიდა ხის კიბის, ხის იატაკის, ჭერის და კედლების რეაბილიტაცია.

ტენდერი ადიგენის მერიამ, 18 500-მდე ლარზე გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ი/მ გივი ენდელაძემ მიიღო, რომელმაც 2012 წელს, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 5 000 ლარი შესწირა. 

ენდელაძემ, ადიგენის მერიას, სამუშაოებისთვის 17 500-ზე მეტი ლარი შესთავაზა – ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების პროცესი. 

ჩვენ ენდელაძესთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში უნდა დასრულდეს. 

ფოტო FB: „სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ენთელის საჯარო სკოლა”