2023 წლის დეკემბერში გრიპის ვირუსის 119 შემთხვევა დაფიქსირდა – ახალციხე

January 9, 2024

2023 წლის დეკემბრის თვეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში გრიპის 119 შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოციალური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმი ეპიდემიოლოგი, ეთერი ზედგინიძე-ხმალაძე.

ეპიდემიოლოგის თქმით, შემთხვევების მაჩვენებელი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს, რადგან მონაცემები მოიცავს მხოლოდ მათ, ვინც კლინიკას ან ექიმს მიაკითხა.

როგორი ეპიდვითარებაა ახალციხის მუნიციპალიტეტში? – მოქალაქეები გრიპით გამოწვეულ მაღალ სიცხეს, სისუსტეს, თავისა და სახსრების ტკივილს უჩივის.

როგორც ეპიდემიოლოგი, ეთერი ზედგინიძე-ხმალაძე გვეუბნება, ძირითადად სეზონური გრიპი ცირკულირებს. იგი ვისურის მიდინარეობაზე გვესაუბრება.

როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადება და რა რეკომენდაციების გათვალისწინებაა საჭირო? – გთავაზობთ პასუხს.

ეთერი ზედგინიძე-ხმალაძე გვესაუბრება გრიპის ვაქცინის შესახებაც. ეპიდემიოლოგის თქმით, ახალციხეში 2023 წელს გრიპის ვაქცინა 2020-მა ადამიანმა გაიკეთა.


ვაქცინაცია შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან, ახალციხეში არსებულ ჰოსპიტლებში, კლინიკებში და ამბულატორიებში. გრიპის ვაქცინაცია უფასოა.