3 პირველი, 2 მეორე და 1 მესამე ადგილი ახალციხელ სპორტსმენებს – ახალციხის მოჭიდავეთა ნაკრებმა “ჰარალემ” საფრანგეთში 18-19 აპრილს იასპარეზეს.
ტურნირში ისინი, საფრანგეთის, იტალიის, ბულგარეთის, უნგრეთის, ალბანეთის მოჭიდავეთა გუნდის წევრებს შეხვდნენ. პირველ ადგილზე გასულებმა, ფინალურ ბრძოლებში საფრანგეთის და იტალიის სპორტსმენები დაამარცხეს.
ტურნირის შედეგების შესახებ ინფორმაციას ჩვენს რედაქციას საქართველოში დაბრუნებული ნაკრების მწრთვნელი, ზაზა ვარდიძე აწვდის.
ზაზა ვარდიძის ინფორმაციით, ახალციხელი სპორტსმენების შედეგი შემდეგია:
32 კგ – ლაზარე კუმარიტოვი პირველი ადგილი;
41 კგ – ალექსანდრე ტლაშაძე პირველი ადგილი;
62 კგ – ავთო ოთანაძე პირველი ადგილი;
32 კგ – დავით ჩოჩიშვილი მეორე ადგილი;
26 კგ – ლაზარე ხეთაგური მესამე ადგილი;
45 კგ – ლექსო გიგაური მესამე ადგილი.
მწრთვნელის ცნობით, საერთაშორისო ტურნირში „კრისტო ლუტე“-ში მონაწილეობას იღებდა 17 ქვეყნიდან 600 მონაწილე.