49 000 ლარი ახლი წილისთვის – ნინოწმინდა

December 11, 2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია 2024 წლის შესახვედრად ქალაქის ქუჩების და მთავარი ნაძვის ხის მოსართავად 49 000 ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გავრცელებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება 10 ცალი 2,5 მეტრიანი ლედ კონსტრუქციების, 15 ცალი 10 მეტრიანი ჩამოსაკიდი საახალწლო განათების, არსებული ნაძვის ხის მოსართავების და სხვა აქსესუარების შესყიდვა.

კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, ინდ მეწარმე არარატ არზუმანიანმა მიიღო და მერიას სამუშაოებისთვის 49 000 ლარი შესთავაზა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა შეფასების პროცესი.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოები 24 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

აქვე გეტყვით, რომ გასულ წელს ნინოწმინდის მერიამ აქსესუარებისთვის და გასანათებელი მოწყობილობებისთვის 14 000-მდე ლარი დახარჯა.