TOK TV წალკაში პირველ ადგილობრივ მედიას ქმნის

January 11, 2022

თებერვლიდან TOK TV შემოგთავაზებთ ახალ ამბებს კიდევ უფრო საინტერესო და გაზრდილი გეოგრაფიული არეალიდან. EED-ისთან პარტნიორობით ჩვენი გუნდი მულტიეთნიკურ და მულტირელიგიურ წალკის მუნიციპალიტეტში პირველ ადგილობრივ მედიას ქმნის.

წალკის ბიუროს ამოქმედებამდე შეირჩა 12 ადამიანი. ისინი ერთი თვის განმავლობაში გაივლიან ინტენსიურ სწავლებას ჟურნალისტიკის მიმართულებით. დაეუფლებიან ამბის თხრობის თანამედროვე ხერხებს, ისწავლიან სად ეძებონ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ისტორიები და როგორ გახდნენ ადგილობრივი თემისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების გამშუქებლები.

სწავლების დასრულების შემდეგ შერჩეული სამი კანდიდატი TOK TV-ს წალკის ბიუროში დასაქმდება.