ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიმოთესუბანში, XII-XIII საუკუნეებში აშენებული და ევროპა ნოსტრას მედლის მფლობელი ტაძრის, რეაბილიტაცია დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2022-2023 წლებში ტაძარში ჩატარდა შემდეგი სამუშაოები: მოიხსნა დროებითი თუნუქის საფარი; გაიწმინდა სახურავი, ტაძრის სახურავზე დაიგო სპილენძის საფარი, ტაძრის ფასადის კედლებს ჩაუტარდა ქვის კონსერვაცია, შუალედებში მოცილდა ცემენტის დუღაბი, აღდგა გუმბათის ყელზე დაზიანებული მოჭიქული დეტალები, ფასადზე მოიხსნა სხვადასხვა პერიოდის ცემენტის ფენა.
ტიმოთესუბნის ტაძრის რეაბილიტაცია 2022 წლის შემოდგომიდან 2023 წლის ბოლომდე მიმდინარეობდა.