გარდაბანი: რა გახარჯა მერიამ  „ნოვრუზ ბაირამისთვის“

March 22, 2024

,,ნოვრუზ ბაირამის“ ღონისძიება გარდაბნის მერიას, 13 750 ლარი დაუჯდა.

ტენდერში გამარჯვებული  კომპანია ,,შპს ოთხისეზონი + ია“.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქვემო ქართლის გუბერნატორი, დეპუტატი და სხვა საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობდა. 

ღონისძიებაზე, სხვადასხვა კულტურული ნომრების გარდა, წარმოდგენილი იყო საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიული ზონა, შოუ-პროგრამა პატარებისთვის და ჩემპიონატი ნარდსა და შაშში.

ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც გარდაბნის მერიასა და კერძო კომპანიას შორისაა გაფორმებული ვკითხულობთ: სცენაზე დასამონტაჟებელი მისალოცი ბანერის დამზადება 800  ლარი დაჯდა, თოკზე დამაგრებული სადღესასწაულო 450 ცალი ფერადი ალმის ფასი  1350 ლარია. აღმოსავლურ საკრავზე, თარზე შემსრულებლის ჰონორარი  900 ლარი იყო. რაც შეეხება ჩემპიონატს, რომელიც ნარდსა და შაშში ჩატარდა, ხელშეკრულების მიხედვით გამარჯვებულებისთვის „სიგელების უზრუნველყოფა“ ერთ პირზე 400 ლარი დაჯდა.

გარდაბნის მერიის წარმომადგენელი ლეილა ბენდელიანი tok. tv საუბარში ამბობს, რომ ნარდის ჩემპიონატში გამარჯვებულ პირებს, გამოყოფილ თანხაში სიგელთან ერთად  ძვირადღირებული ნარდი და საათი გადაეცათ. რაც შეეხება საკრავ თარზე შემსრულებლისთვის გადახდილ 900 ლარს, მერიაში ამბობენ,რომ იშვიათი საკრავია და  უჭირთ შემსრულებლის მოძებნა.

კომპანია ასევე უზრუნველყოფს 1 აპრილს,  ,,ხაბ-ნისანის“ ღონისძიებას, რომელიც 5600 დაჯდება.

ორივე ღონისძიების მომზადებისთვის გარდაბნის მერიამ 19 350 ლარი გამოყო.

ფოტო-გარდაბნის მერია

Tags: ,