,, ჩვენ ქართველობა და ქრისტიანობა გვაქვს დასაცავი, ვთვლი, რომ მოლაპარაკებები აუცილებელია, მათ შორის რუსეთთან,” – ასე გამოეხმაურა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ახალციხის წარმომადგენელი, ირმა ინაშვილის მიერ რუსეთის პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილს.
ჩვენ ვთხოვეთ დავიდ ბერიძეს, დაეკონკრეტებინა თუ რას გულისხმობდა “ქართველობის გაფრთხილებაში”, რაზეც მან ნამახვანი ჰესის და ქართული მიწების გასხვისების მაგალითი მოიყვანა. რამდენად აქვს კავშირი ირმა ინაშვილის წერილს და ნამახვანი ჰესის საკითხს ერთმანეთთან, ბუნდოვანი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პარტიის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინს ღია წერილით ამ და ამ რიცხვში მიმართა, ამის შესახებ მან „ფეისბუკის” გვერდზე დაწერა.
წერილში ვკითხულობთ, „დღეს, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით გამყალბებელი კობახიძისგან, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით ერთმანეთთან შერწყმული „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისაგან”, საჯაროდ მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს, რათა კვლავ განიმუხტოს დაძაბულობა, აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე, განახლდეს კულტურულ-სოციალური ურთიერთობა და რაც მნიშვნელოვანია, ორმხრივად გაიხსნას საინფორმაციო სივრცე, რათა ბოლოს და ბოლოს გამოვნახოთ საერთო ენა!” წერილის შინაარსის ამსახველი პოსტი ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში 30 ივლისს გამოაქვეყნა.