დამშრალი ტბის და მკვდარი თევზის საქმეზე საქმისწარმოება დაიწყო – გზდ

August 5, 2021

დამშრალი ტბის და მკვდარი თევზის საქმეზე სამართალთალდარღვევა არ ფიქსირდება – გზდ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტურცხში დამშრალი ტბის და მკვდარი თევზის ფოტო და ვიდეო მასალა გავრცელდა. მისი ავტორიახალქალაქის მუნიციპალიტეტის მკვიდრმა, არსენ კარაპეტიანმა. მისი თქმით, წყალსაცავიდან, სოფლის მეურნეობისთვის გამოიყენეს წყალი დიდი რაოდენობით, ბაღების მოსარწყავად რის შედეგადაც უამრავი თევზი მოკვდა და “კიდევ 3 ტონა თევზის გადარჩენას სცდილობდა მოსახლეობა.”

,,საშინელი სანახაობაა, ვინმემ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა ამდენი თევზი მოკვდა, წყალი დაშრა და საქონელიც საფრთხეშია ვინაიდან წყალი აღარაა და საქონელი წყალს ვერ სვამს.” – ამბობს კარაპერიანი. სოფელი ტურცხის მკვიდრი გაგიკ ალბერტიანი, ამბობს რომ სოფელში სასმელი წყალიც კი არ აქვთ და ახლა “ეს ტბაც დააშრეს.” ,, ძალიან ბევრი თევზი მოკვდა, არავინ მოსულა და არ დაინტერესებულან. სოფლის რწმუნებულმა თავისი ბაღი მორწყო, იქ ახლაც ყრია პატარა თევზები, შეგიძლიათ ნახოთ” – ამბობს იგი.

​განსხვავებული პოზიცია აქვს სოფელი ტურცხის რწმუნებულს  ანნა ღევენიანს. იგი ამბობს რომ ეს ტბა ივსება წვიმის წყლით ან თოვლის დნობის შედეგად, წელს კი წყალი ცოტა იყო. ,, მე გავეცი განკარგულება როგორ უნდა გაეშვათ წყალი იმისთვის, რომ თევზი არ დაზარალებულიყო, მაგრამ მოსახლეობამ მატორი ჩართო და კარტოფილის მოსარწყავად გამოიყენა. მე არ მომირწყია ჩემი ბაღი და არ ვიცი რატომ ამბობენ ამას. იმ 3 ტონა თევზის გადასარჩენად მე სოფელ გურნაშეთს ვთხოვე წყალი.”- ამბობს ანნა ღევენიანი.  

ჩვენი რედაქცია ასევე დაუკავშირდა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, საიდანაც წერილობით გვიპასუხეს:

,, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ტურცხის ტბაზე აიღეს წყლის სინჯები. ტერიტორიის შესწავლისა და ადგილობრივების გამოკითხვის საფუძველზე, ამ ეტაპზე კონკრეტული სამართალთალდარღვევა არ ფიქსირდება, ვინაიდან სავაურაუდოდ ტბაზე წყლის დაწევის მიზეზი ბუნებრივი პროცესებიდან (მაღალი ტემპერატურა) გამომდინარეობს. დაწყებულია საქმისწარმოება, აღებული სინჯების შედეგების მიღებისთანავე, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები”.