,,წალკის მუნიციპალიტეტი არ აწარმოებს ეკომიგრანტთა აღრიცხვას, ამასთან დაკავშირებით მიმართეთ იძულებით გადაადგილებულ პირთა სააგენტოს. შესაბამისად ეკომიგრანტთათვის ცალკე სხვა მომსახურების სერვისი წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული. სოციალური პროგრამებით ყველა ოჯახი სარგებლობს ერთნაირად,” – ასე უპასუხეს წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩვენს შეკითხვებს, წალკაში ეკომიგრანტების მდგომარებაზე.

ჩვენ საჯარო წესით წალკის მუნიციპალიტეტს 31 ივლისს მივმართეთ, გვაინტერესებდა:
- რამდენი ეკომიგრანტი (სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახი) ცხოვრობს წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2025–2026 წლების მდგომარეობით?
- რა სახის დახმარებას უწევს წალკის მუნიციპალიტეტი ეკომიგრანტ ოჯახებს.
- ჰყავს თუ არა წალკის მუნიციპალიტეტს აღრიცხვაზე ისეთი ოჯახები, რომლებიც ფაქტობრივად წარმოადგენენ სტიქიური მოვლენების შედეგად გადაადგილებულ პირებს, თუმცა არ ფლობენ ეკომიგრანტის ოფიციალურ სტატუსს რა სახის დახმარებას ან მხარდაჭერას სთავაზობს მუნიციპალიტეტი იმ უსტატუსო ეკომიგრანტ ოჯახებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ სხვის საკუთრებაში (ძირითადად ეთნიკურად ბერძნების) არსებულ საცხოვრებელ სახლებში არსებობს მათი გამოსახლების საფრთხე?
- აქვს თუ არა მუნიციპალიტეტს შემუშავებული რაიმე მექანიზმი, პროგრამა ან სამოქმედო გეგმა იმ უსტატუსო ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი პრობლემების გადასაჭრელად, რომლებსაც ემუქრებათ უსახლკაროდ დარჩენა ?
ეკომიგრანტები და ეკომიგრანტის სტატუსის არ მქონე პირები, წალკის მუნიციპალიტეტში ათეულობით წელია რაც ცხოვრობენ.
ისინი ჩვენს რედაქციას უყვებიან, რომ მათ ვერც ეკომიგრანტის ოფიციალურმა სტატუსმა გაუუმჯობესათ პირობები. წლებია ეკომიგრანტების ნაწილს, სტატუსის მიუხედავად არ აქვთ საკუთრებაში არც სახლი და არც მიწა.

ეკომიგრანტების ოჯახების ნაწილი ახალი პრობლემის წინაშე დგას – ისტორიული მესაკუთრეები ქონებას იბრუნებენ და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სახლებში ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ, საცხოვრებლის დატოვებას სთხოვენ.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად წალკელმა ეკომიგრანტებმა ოფიციალური წერილით მთავრობას ცოტა ხნის წინ მიმართეს.

ჩვენ მივმართეთ წერილობით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 11 აგვისტოს წერილით. უწყებიდან ველოდებით პასუხებს, თუ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ეკომიგრანტ და უსტატუსო ოჯახებზე. მასალა ინფორმაციის მირების თანავე განახლდება.
Tags: ეკომიგრანტი