რა შედეგი მოჰყვა ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიას ჯავახეთში

November 26, 2021

სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსით ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა სხვა რეგიონებთან შედარებით ნაკლებია. აცრებთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის ინფორმაციის და მათ კითხვებზე პასუხების მიწოდების მიზნით დღეს ჯავახეთის რამდენიმე სოფელში მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლები, ინფექციონისტები და დარგის სპეციალისტები იმყოფებოდნენ.

ნინოწმინდის მერის, ანივარდ მოსოიანის განცხადებით, აქტივობის ფარგლებში 19 ადამიანი აიცრა.

იმუნიზაციით დაინტერესებულ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე აცრილიყვნენ ფაიზერით, სინოფარმით ან სინოვაკით. 

სპეციალისტები ჯავახეთის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას ხვალაც შეხვდებიან. ვაქცინაციის კამპანია “მოდი, ავიცრათ ერთმანეთისთვის” მოიცავს ყველა რეგიონს.