ასპინძის სოფელ აწყვიტაში მამაკაცი მოკლეს, – ინფორმაციას შსს-ში გვიდასტურებენ. უწყება ფაქტს განზრახ მკვლელობით მუხლით იძიებს.
სასამართლო ექსპერტის, დავით მერაბიშვილის თქმით, ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ მას ცივი იარაღით, ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ერთი ბარძაყის და მეორე გულ-მკერდის არეში, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
შსს-ში გამოძიება სსკ-ს 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთის შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით ისჯება.