ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალქალაქელი 19 წლის ჯარისკაცის გარდაცვალების ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. ის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში, გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა. როგორც სასამართლო ექსპერტი, დავით მერაბიშვილი გვეუბნება, მიზეზი ფილტვის თრომბოემბოლიაა.
მისივე თქმით, უნდა გაირკვეს რამ გამოიწვია თრომბომბოლია და რამდენად სწორად არის ჩატარებული მკურნალობა. აღნიშნულისთვის კომისიური ექსპერტიზა დაინიშნა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ოჯახის ახლობლები და ამბობენ, რომ პასუხისმგებელი, იმ კლინიკის ექიმები არიან, სადაც პირს გარდაცვალებამდე ოპერაცია ჩაუტარდა.
ახალციხის კლინიკა ექვესია ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც ჯარისკაცს ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკის დირექტორი სოფო მორგოშია გვეუბნება, რომ ექსპერტიზის დასკვნა ჯერ მათ არ მიუღიათ და კომენტარს ვერ გააკეთებს.
რა ეტაპზეა კომისიური ექსპერტიზა, ამის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას საქართველოს პროკურატურისგან ველოდებით.
შეგახსენებთ, 19 წლის ახალგაზრდა გასული წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი ახალქალაქში, უფროს სერჟანტ, ზაზა ფერაძის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში მსახურობდა, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ახალგაზრდას კუჭის ოპერაცია გაუკეთეს.