ავტორი: მირანდა ფუტკარაია
Წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ განთიადში მდინარე ავდრის წყლის ხეობაში, შეხვდებით კლდეზე გამოსახულ პეტროგლიფებს, რომლებიც დაახლოებით, ძვ.წ.აღ. IX-VII ათასწლეულებით თარიღდება.
კლდეზე გამოსახულია ირემი, ცხენების რემა, გველები, ფრინველები, თევზები, ლომი, აქლემები, ნადირობის და იმდროინდელი ცხოვრების სცენები.
ისტორია, რომელსაც წალკა საუკუნეებია ინახავს, სკოლის მოსწავლეებმა კადრებში ასახეს. ფილმის, სახელწოდებით, “წალკის 10 000 -წლიანი სახვითი ხელოვნება” ერთ-ერთი ავტორი მაკა აბულაძე წალკის მეორე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ის ამბობს, რომ მინი ფილმი საგანმანათლებლო პროექტ “დიდგორელის” ფარგლებში 6-მა ადამიანმა გადაიღო .
ოფიციალური მონაცემებით პეტროგლიფებს ,პირველად, XIX საუკუნეში არქოლოგმა იოაკიმოვმა მიაკვლია. 1972 წელს კი თრიალეთის ქვის ხანის შემსწავლელმა ექსპედიციამ ისინი ხელახლა აღმოაჩინა.
თრიალეთის პეტროგლიფებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2014 წელს მიენიჭა. რა მნიშვნელბა აქვს ისტორიულ და კულტურულ ძეგლებზე ფილმის გადაღებას, საგანმანათლებლო პროექტ “დიდგორელის” ავტორი ლევან ჟვანია გვესაუბრება.
საგანმანათლებლო პროექტი “დიდგორელი” 2018 წლიდან დაიწყო. პროექტის მიზანი ქვეყნის ისტორიის გაცნობა და პოპულარიზაციაა.