“მინდა, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ისწავლოს”-ვარდუჰი კალაიჩიანი-მოხალისე წალკიდან

January 13, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ვარდუჰი კალაიჩიანი წალკის სოფელ აშკალაში დაიბადა. უკვე 16 წელია ეთნიკურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

აშკალა (ყოფილი ფარეხა) თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე. ქალაქ წალკიდან 27 კილომეტრით არის დაშორებულო. ვარდუჰი მე-11 კლასის მოსწავლეა და უკვე 1 წელია არასამთვრობო ორგანიზაცია Helping Hand-ში მოხალისეა.

ის თანატოლევისთვის და უმცროსკლასელებისთვის ტრენინგებს გარემოს დაცვის, კოვიდ 19-ის, დროის მენეჯმენტის და სხვადასხვა თემაზე ატარებს.

ვარდუჰი 2022 წელს საქართველოს წლის საუკეთესო მოხალისე გახდა. ამბობს, რომ მის თანატოლებს განვითარებაში დედაქალაქიდან შორს ყოფნა უშლის ხელს. უნდა, რომ განათლებისა და განვითრებისთვის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ.