საქართველოს პერსპექტივა, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის შეფასება და სტატუსი – ამ საკითხებზე საერთაშორისო ფორუმზე იმსჯელეს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის მიერ შვედეთის FORUMCIV. -ის მხარდაჭერით ჩატარდა.
“12 პუნქტის შესრულება არის პროცესი, მაგრამ ამ პროცესში უნდა ვხედავდეთ პროგრესს” – ამბობს ნათია კუპრაშვილი კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად შესასრულებელი 12 რეკომენდაციის შესახებ. ის მედიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და ხაზს უსვამს მაუწყებლობის შესახებ მიღებულ კანონმდებლობის პრობლემურობას.
” დასკვნებმა აჩვენა, რომ მაუწყებლების და სამოქალაქო ორგანიზაციების პოზიციები კანონშემოქმედებასთან დაკავშირებით იყო უფრო სწორი და ახლო ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე ის რაც საბოლოო ჯამში რედაქციის სახით შემოგვთავაზა მმართველმა გუნდმა” – ამბობს ნათია კუპრაშვილი.