გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილების მიღების დროს ყავის დალევის მიზნით ოთახის დატოვება ურჩია – აღნიშნულ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
დარბაზიდან ორბანის გასვლის შემდეგ, ევროკავშირის 26 ქვეყნის ლიდერმა უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების დაწყებას მხარი დაუჭირა. სწორედ ორბანი ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას.
წყარო: Politico