პრესის თავისუფლების დღეს  ქართული მედია, თავისუფლების ინდექსით 103-ე ადგილით შეხვდა

May 3, 2024

პრესის თავისუფლების დღეს  ქართული მედია, მედიის თავისუფლების ინდექსით 103-ე ადგილით შეხვდა. რეიტინგში საქართველომ გასულ წელთან შედარებით 26-ით დაიხია უკან, – ამის შესახებ კვლევას, საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები უსაზღვროდ” აქვეყნებს.

გარდა ზემოთხსენებულისა, მედიის თავისუფლების დღეს, საქართველო რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ჟურნალისტებით შეხვდა. ოფიციალური მონაცემებით , მიმდინარე მოვლენების შედეგად დაშავდნენ პუბლიკას, მედია აპრილის, აიფაქტის, მთავარი არხის, ფორმულას და სხვა მედიის ჟურნალისტები ა ოპერატორები.

ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს საქართველო მედიის თავისუფლების ინდექსით 77-ე ადგილზე იყო.

რას ამბობენ რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანებული მოქალაქეები მედიასა და მის მნიშვნელობაზე? – ვიდეო კომენტარები “ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” ჟურნალისტმა, ნატალი ნემსაძემ შეაგროვა.