ასპინძაში, მუსიკალური სკოლისა და ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისთვის 350 000-ზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა შპს “ალმემ” მიიღო, რომელმაც სამუშაოების შესრულებისთვის 355 980 ლარი შესთავაზა. ხელშეკრულებაც აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ 4 თვის ვადაში უნდა დაასრულოს შენობის შიდა და გარე სრული რეაბილიტაცია.