მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous-ი საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს. ჰაკერული დაჯგუფება აცხადებს, რომ თუ საქართველოს მთავრობა კვლავ განაგრძობს სამართალდამცველების გამოყენებით, მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკ თავდასხმებს, Anonymous-სგან პასუხად სამთავრობო ვებგვერდებზე კიდევ უფრო ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს მიიღებს, – ამის შესახებ ჰაკერულმა დაჯგუფებამ X-ზე დაწერა.
“ჩვენ ვართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის და გვსურს რუსული გავლენისგან თავისუფალი საქართველო, მხარს ვუჭერთ ქართველი ხახლის მისწრაფებებს ნათელი მომავლისკენ!”
აქვე გეტყვით, რომ Anonymous-ის განცხადებით, მათ უკვე განახორციელეს 30-ზე მეტი ჰაკერული თავდასხმა სამთავრობო საიტზე, მათ შორის, ქართული ოცნების ორი საიტი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის რუკის, საკანონმდებლო მაცნეს, იუსტიციის სამინისტროს, შსს-ს და პოსტივის ვებგვერდები.