გარდაბანში, სოფელ აღთაკლია–ყარათაკლიაში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა იგეგმება. ამისთვის, გარდაბნის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. წინადადების მიღების ეტაპი დასრულებულია და რამდენიმე დღეში გაფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან.
ადმინისტრაციული შენობის აშენების სატენდერო ფასი 166 865 ათასი ლარია, ტენდერში გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც ადმინისტრაციულ შენობას ყველაზე დაბალ ფასში ააშენებს.
მშენებლობას ადგილობრივი ბიუჯეტი დააფინანსებს.