რამდენმა მერიის თანამშრომელმა და მასთან დაქვემდებარებულმა ააიპ-ების თანამშრომელმა აიღო შვებულება/დეიოფი იმისათვის, რომ 29 მარტს, “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ კონტრაქციას შეერთებოდა და რა თანხად მიაქირავა ახალციხის მერიამ ახალი ავტობუსები “ქართულ ოცნებას” მოსახლეობის ტრანსპორტირებისთვის?
გამჭვირვალობის მოტივით ინიცირებული და მიღებული “რუსული კანონის” მხარდამჭერები ზემოთ მოყვანილ კითხვებზე პასუხს არ გვცემენ. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვიდან 14 სამუშაო დღე გავიდა, არადა წესით უწყებას ინფორმაცია მაქსიმუმ 10 დღის ვადაში უნდა მოეწოდებინა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ მოიკითხავენ.
საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით, ჩვენი რედაქცია გეგმავს საჩივრით ახალციხის მერიას მიმართოს.
აქვე გეტყვით, რომ TOK TV-მ ბოლო 7 თვის განმავლობაში, სხვადასხვა საჯარო უწყებიდან, 57 საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, მათგან სრულად პასუხი მხოლოდ 11-ზე მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 29 მარტს, ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქცია გამართა. აქციაზე მოქალაქეები რეგიონებიდან წაიყვანეს, მათ შორის ახალციხიდან, საჯარო მოხელეები, სტუდენტები, მასწავლებლები, ბაღების გაერთიანების თანამშრომლები და ა.შ.
როგორც მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა გვითხრა, მერიამ “ოცნებას” ის ავტობუსები მიაქირავა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩამოიყვანეს, თუმცა სოფლებისკენ რეისები ამ დრომდე არ დაუწყიათ.
რა ხდებოდა 29 მარტს ახალციხეში? – ნახეთ მულტიმედია მასალა: სად (არ) მიდიან და რატომ უერთდებიან ახალციხელები “ოცნების” კონტრაქციას