ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ახალციხის საკრებულოში. დღეს, სხდომა ხმაურით დაიწყო, ენმ-ს დეპუტატმა ნატო დარბაიძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილი, მათი ახლობლები და ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან რუსულ კანონს და იკითხა “თუ რას კარგავენ სამშობლოზე ძვირფასს”
აღნიშნულს ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან დაპირისპირება მოყვა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ “როგორც ისინი, ასევე მათი ოჯახის წევრები მხარს უჭერდნენ “რუსულ კანონს”
აღნიშნულის შემდეგ , ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა, პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა
გთავაზობთ, მომხდარის ამსახველ ვიდეოს