ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889
7 ბინა, მათ შორის ორი დუბაიში, ერთი – პარიზში; 4 ავტოფარეხი, მათ შორის ერთი პარიზში , 5 მიწის ნაკვეთი; ერთი საცხოვრებელი სახლი და ერთი არასაცხოვრებელი ფართი – ეს ის უძრავი ქონებაა, რომელიც სამცხის მაჟორიტარ დეპუტატს, ანტონ ობოლაშვილს და მის ოჯახის წევრებს ეკუთვნით, – ინფორმაცია ხელმისაწვდომია დეპუტატის 2024 წელს შევსებულ დეკლარაციაში.
ამ სტატიაში გაიგებთ:
- რამდენ უძრავ ქონებას
- რამდენ მიწის ნაკვეთს
- Რამდენ ავტოფარეხს
- Რამდენ ავტომანქანას
- რამდენ საათს
- Რა ბიზნესს
- Რა შემოსავალს
- რა თანხას – ფლობს ანტონ ობოლაშვილი, მილიონერი დეპუტატი, რომელმაც ქვეყანაში რუსული კანონის მიღებას მხარი არაერთგზის დაუჭირა და დეპუტატი, რომელმაც დუბაიში არსებული აპარტამენტები და მისი გაქირავებისგან შემოსული თანხა დეკლარაციაში მხოლოდ მას შემდეგ ასახა, რაც “სტუდია მონიტორმა” საგამოძიებო მასალა მოამზადა.
უძრავი ქონება
ანტონ ობოლაშვილმა, 2014 წელს, საფრანგეთში, პარიზში 1,2 მილიონამდე ევროდ შეიძინა 130 კვ.მ ბინა (მფლობელები ობოლაშვილი და მისი ცოლი, ლია ობოლაშვილია)
გარდა ამისა, დეპუტატმა 2019 წელს საფრანგეთში 58 000 ევროდ შეიძინა 11,82 კვ.მ ავტოფარეხიც.
2013 – 15 წლებში დეპუტატმა დუბაიში ორი აპარტამენტი ჯამში 4,5 მილიონ დრაჰმად შეიძინა (AED – არაბთა გაერთიანებული საამიროების ვალუტა)
დეკლარაციის მიხედვით, ბინების მოცულობა 123,61 და 66,05 კვ.მ-ია.
ანტონ ობოლაშვილს ბინები გაქირავებული აქვს. დეკლარაციის მიხედვით, ორივე ბინიდან წლიურად შემოსავალი 150 000-მდე დრაჰმია.
დეპუტატი და მისი ოჯახის წევრები ასევე ფლობენ თბილისში ორ ბინას; ბაკურიანში 2 ბინას; თბილისში 3 ავტოფარეხს; ადიგენში და თბილისში 5 მიწის ნაკვეთს; თბილისში ერთ არასაცხოვრებელ ფართს და მცხეთაში 100 000 ლარის ღირებულების საცხოვრებელ სახლს.
ავტომანქანები
დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატის ცოლის, ლია ობოლაშვილის სახელზეა გაფორმებული 2023 წელს, 127 000 ევროდ შეძენილი PORSHE-CAYENE ფირმის ავტომობილი. ასევე, ლია ობოლაშვილს ეკუთვნის 2018 წელს, 96 000 ლარად შეძენილი PORSHE-CAYENE-ც.
ხოლო, 2016 წელს, 55 000 ევროდ PORSHE-CAYENE -ფირმის ავტომობილი დეპუტატის სახელზეა შეძენილი.
ბიზნესი და მისგან შემოსული თანხა
დეკლარაციის მიხედვით, ანტონ ობოლაშვილმა გასულ წელს ფარმაცევტული კომპანიით (გლობალფარმი) 4 მილიონზე მეტი ლარის შემოსავალი მიიღო ( 4 357 224 ) რაც 2022 წლის შემოსავლებთან შედარებით თითქმის 4 მილიონით მეტია.
2022 წელს “გლობალფარმის” შემოსავალი, 348 439 ლარი იყო (დეკლარაცია)
საათები
2017 – 2022 წელებში, მილიონერი დეპუტატი სამ საათს ადეკლარირებს:
BREGUET – 15 000 (2017)
A.Lange & SOHNE – 17 000 (2018)
Vacheron Constantin – 15 500 (2022)