თამარაშვილის 25-ში არსებულ საცხოვრებელი კორპუსში, 45-მდე მოსახლე ცხოვრობს, თუმცა ახალა კორპუსი სრულად ცარიელია და ექსპერტ კრიმინალისტები ცდილობენ გაარკვიონ თუ რამ გამოიწვია ხანძარი, რომელმაც, ოფიციალური ცნობებით, სრულად დააზიანა კორპუსის სახურავი და რამდენიმე საცხოვრებელი ბინა მათ შორის ისე, რომ ცხოვრება შეუძლებელია.
ხანძარმა ყველაზე მეტად მეხუთე სართულზე არსებული ბინები დააზიანა.
ცეცხლი წუხელ დაახლოებით, ღამის თორმეტ საათზე შეამჩნიეს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცეცხლი ერთიანად აალდა და სახურავს მოედო.
სახლში მცხოვრებთა ნაწილმა ღამე ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან გაათია, ნაწილი კი ახალციხის მერიამ სასტუმროში გადაიყვანა. ილია ზარდიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე 13 ოჯახია გადაყვანილი.
ხანძრის სრულად ჩაქრობას რამდენიმე საათი დასჭირდა. Ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტულად რა ოდენობის ზარალი მიადგათ ადგილობრივებს. მერიაში გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, ასევე უცნობია როდის შეძლებენ მცხოვრებლები საკუთარ სახლებში დაბრუნებას.
მომხდარზე, შსს-მ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.