ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში, ასევე სოფელებში: მინაძეში, წყორძაში, ანში და საძელში გარე განათების მოწყობა იგეგმება. რისთვისაც მერია 190 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს — ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, გარე განათებების მოწყობა «სოფლის მხარდაჭერის პროგრამის» ფარგლებში იგეგმება.
ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანია შპს “გუნგლმა მიიღო” და სამუშაოების შესრულებისთვის მუნიციპალიტეტის მერიას პირველად 154 586 ლარი შესთავაზა, ბოლოს კი 145 300 ლარი. ტენდერი შერჩევა შეგასების ეტაპზეა.
შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.