“ეს [ფილმები] არის ხელოვნება. იმ დონეზე დიდი რაღაცა არის ხელოვნება, რომ არასდროს და ვერსად ვერ იქნება ზედმეტი,”
“თევზებმაც კი უნდა უყურონ კინოებს,” – ახალციხელ ახალგაზრდებს ქალაქში კინოთეატრის გახსნა სურთ
მეტ დეტალს ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.
ასევე, სიუჟეტში გაიგებთ თუ როგორია კინოს როლი საზოგადოების ფორმირებაში და კინოთეატრი როგორც სოციალიზაციის სივრცე
თეკლა და ბექა ახალციხეში, რუსთაველის 124-ის მიმდებარე შენობაში არიან. აქ შენობაში ერთ დროს საბჭოთა მესაზღვრეებისთვის კლუბი იყო მოწყობილი, რომელიც კინოთეატრის როლსაც ითავსებდა.
ახლა შენობა უფუნქციოა, ძველი დროიდან მხოლოდ სცენა და მიმდებარედ დაზიანებული ფირები შემორჩა.
თეკლასთან და ბექასთან ერთად ახალციხეში კინოთეატრის მოწყობის სურვილი მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების 56 %-ს აქვს, აღნიშნული ინფორმაცია ახალგაზრდობის სააგენტოს 2020 წლის კვლევაშია ასახული.
Რა გეგმა აქვს ახალციხის მერიას? Აპირებს თუ არა უწყება 4 წლის წინ ახალგაზრდების მიერ გამოკვეთილი სურვილის შესრულებას? – კითხვები ახალციხის მერს, ირაკლი ლაზარაშვილს დავუსვით.
მერის თქმით, კინოთეატრის მოწყობისთვის რუსთაველის 124-ში არსებული შენობა განიხილება, რომლის დემონტაჟს და მის ნაცვლად ახლის აშენებას გეგმავენ. მისივე თქმით, მიმდინარეობს ტექნიკური დავალების შემუშავება, რომელიც აგვისტოს თვეში მიეწოდება საპროექტო ორგანიზაციას. როდის დაიწყება პროექტის განხორციელება და რა თანხა დაიხარჯება ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.
ასევე ნახეთ: