ახალციხეში, ცენტრალური სტადიონი წლებია დაზიანებულია – რა ელის სპორტულ მოედანს ? – გაიგეთ ჩვენი სიუჟეტიდან
წლებია დაზიანებულია, ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის მთავარი ცენტრალური საფეხბურთო მოედანი. მოუწესრიგებელია მიმდებარე ტერიტორია, დაზიანებულია ფეხბურთის და კალათბურთის კარები. მიუხედავად ამისა, სტადიონზე მაინც იმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები.
მოედნის რეაბილიტაციის დაპირება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან არაერთგზის გაცემულა, მათ შორის გასული წლის დასაწყისში, მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა თქვა, რომ 2023 წელს გეგმავდნენ საპროექტო დოკუმენტაციისთვის ტენდერი გამოეცხადებინათ, ხოლო მოედნის რეაბილიტაციის პროცესი 2024 წელს დაიწყებოდა.
განსხვავებული თარიღებით თუმცა მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა ირაკლი ლაზარაშვილმა ახლა. მისი თქმით, პროექტის შეძენას წელს გეგმავენ, შესაბამისად დაპირებულმა რეაბილიტაციის პროცესმაც 2025 წელს გადაიწია.
რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს სტადიონი და რა რისკების შემცველია დაზიანებულ მოედანზე თამაში? – სპორტის უნივერსიტეტის პროფესორი, მერაბ მაისურაძე დაზიანებულ მოედნებზე ვარჯიშის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემების რისკებზე საუბრობს.
გარდა ცენტრალური სტადიონისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს მცირე სპორტული მოედნებიც, რომლის შესახებაც იხილეთ სიუჟეტი: ახალციხელები საფეხბურთო მოედნების მოწყობას ითხოვენ