ბევრი თანამედროვე და იშვიათი წიგნი, ელექტრონული ვერსიები, აუდიო წიგნები, სამეცადინო და მოსასვენებელი სივრცეები
ამ სიუჟეტიდან გაიგებთ, როგორი ბიბლიოთეკა სურთ ახალგაზრდებს
როგორი ბიბლიოთეკაა ჩიკაგოში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში
რა არის “არბაითენ ინ ევროპა”
ნახეთ სიუჟეტი
ახალციხის ჭალებში, მშვიდ და ლამაზ გარემოში ახალგაზრდები საყვარელ წიგნებისა და სასურველ ბიბლიოთეკაზე სასაუბროდ ხვდებიან.
აღწერენ თუ როგორი ბიბლიოთეკა სურთ, ბევრი თანამედროვე და იშვიათი წიგნით, ელექტრონული ვერსიებით, აუდიო წიგნებით, სამეცადინო და მოსასვენებელი სივრცეებით.
ახალგაზრდებს ახალციხეში არსებული ბიბლიოთეკაც ძალიან მოსწონთ, თუმცა გვეუბნებიან, რომ წიგნთსაცავში ზოგიერთი ნაწარმოები არ აქვთ, ზოგიერთის კი მხოლოდ ერთი ეგზემპლარია. ამბობენ, რომ ბიბლიოთეკაში მონიტორებიც არის დამონტაჟებული, თუმცა მათი გამოყენების შესაძლებლობა არ აქვთ. ჩვენ მიზეზების გასარკვევად ახალციხის მერიას დავუკავშირდით, მათგან პასუხის მიღებას ველოდებით.
უკვე დიდი ხანია, რაც მსოფლიოში ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნსაცავთან აღარ ასოცირდება. მაგალითად ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, 800 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია, მხოლოდ სამკითხველო სივრცეს ეთმობა, რომელიც შუშის გუმბათის ქვეშ არის მოწყობილი. გარდა ამისა, ოფიციალური ცნობებით, ამ ბიბლიოთეკის მიწისქვეშა საცავში 3,5 მილიონზე მეტი წიგნია შენახული, რომლის მოძიება რობოტების საშუალებით არის შესაძლებელი.
იაპონიაში, სეიკეის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სამკითხველო დარბაზებს ამ ფორმით შეხვდებით. იქიდან გამომდინარე, რომ სივრცეები იზოლირებულია და ხმაურისგან დაცულია შესაძლებელია კითხვა ასევე სხვადასხვა პროექტზე, კვლევაზე მუშაობა და დისკუსიების გამართვა.
1945 წლიდან ფუნქციონირებს სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში არსებული საჯარო ბიბლიოთეკა, სადაც 10 მილიონზე მეტი ტომი ინახება. ბიბლიოთეკაში აგრეთვე დაცულია სამხრეთ კორეის ეროვნული საგანძური.
სწორედ სეულის ბიბლიოთეკის მსგავსი ბიბლიოთეკა სურთ ახალციხელ ახალგაზრდებს. გარდა ამისა, ჩვენი რესპონდენტები მიუთითებენ წიგნის საჯარო განხილვის და თანამედროვე მწერლების მონაწილეობით ღონისძიებების აუცილებლობაზეც.
რამდენად განიხილავს ახალციხის მერია თანამედროვე სტანდარტებით ახალი ბიბლიოთეკის აშენებას, ან არსებულის განახლებას? – კითხვებით მუნიციპალურ ორგანოს დავუკავშირდით. მათგან პასუხის მიღებას ველოდებით.
თანამედროვე სამყარო დიდი ხანია ეძებს, აუდიტორიასთან ურთიერთობის ახლებურ ფორმებს, მათ შორის ერთ-ერთ ინოვაციურ პროექტად შეგვიძლია “არბაითენ ინ ევროპა” (ხმების არქივი) დავასახელოთ, რომელიც არასტანდარტული ფორმით, გასული საუკუნის 40-იან წლებში დაბადებული გავლენიანი ადამიანების ხმებს აგროვებს და ინტერვიუების სახით მსოფლიოს უნახავს. აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ ქართველ ხელოვანებს, ელდარ შენგელაიას და ბესიკ ხარანაულს.