,,ქართული ოცნების“ კონცერტი გლოვის ფონზე წალკაში

September 4, 2024

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიაში შემავალი კონცერტი გუშინ წალკაში გაიმართა.პარტიულ ღონისძიებაზე შემდეგმა შემსრულებლებმა იმღერეს: თიკა მახალდიანი, სალომე ბაკურაძე, მირზა მოდებაძე და ბენდი.
სცენიდან გაკეთებული მოწოდებების მიუხედავად “ქართული ოცნების” კონცერტზე დამსწრე ბევრი არ იყო.
წალკელების ეს განწყობა შესაძლოა ბევრი მიზეზით იყოს განპირობებული და მათ შორის ერთ-ერთი არის ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის შემთხვევაც, რის შესახებაც წალკაში მცხოვრებლები სოციალურ ქსელშიც წერდნენ. წალკელების ნაწილი კონცერტის გამართვას გლოვის ფონზე გაუმართლებლად მიიჩნევდა.

აღნიშნულზე, კონცერტზე მყოფი ერთი მოქალაქე ჩვენც გვესაუბრა.

მმართველი პარტიის კონცერტზე ჩვენ შევხვდით წალკის მერს და საკრებულოს თავმჯდომარესაც. ასევე, ადგილზე იყვნენ მუნიციპალური სამსახურების სხვა წარმომადგენლებიც. შეკითხვაზე მერმა პირდაპირ არ გვიპასუხა და საუბარი მერიის მიერ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გააგრძელა.

ჩვენ მერთანაც დავაზუსტეთ, ესწრებოდნენ თუ არა პარტიულ კონცერტს ,,ქართული ოცნების“ ამომრჩევლები თუ მხოლოდ მუნიციპალიტეტის და ააიპ-ების თანამშრომლები?

კონცერტზე ჩვენ ასევე შევხვდით მუნიციპალიტეტის ბაღის თანამშრომელსაც, რომელმაც გვითხრა, რომ აქ მისი პოლიტიკური გემოვნების გამოა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ ჩაწერილი, კონცერტზე მყოფი პირების უმეტესობა კმაყოფილებით საუბრობდა ქართული ოცნების შესახებ, რამდენიმემ წალკაში არსებული პრობლემებიც აღნიშნა.

ე.წ.,,რუსული კანონის“ მიმღები პარტიის კონცერტი დღეს გარდაბანში გაიმართება.

Tags: ,