ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი, საკუთარ Facebook გვერდზე აზიარებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, პარტიული კონცერტის ანონსს, რომელიც დღეს ახალციხეში გაიმართება.
იურისტები ამბობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, მერის მიერ პარტიულ სააგიტაციო პროცესში ჩართვა დაშვებულია, რადგან იგი პოლიტიკური თანამდებობის პირია. ხოლო, წინასაარჩევნო პროცესებში ჩართვის უფლება საჯარო მოხელეებს არ აქვთ.
რაც შეეხება ღონისძიებას, გავრცელებული ინფორმაციით კონცერტი დღეს, ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარედ გაიმართება. პარტიულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი შემსრულებლები:
- ჯგუფი “ურსა” ;
- ქართული ხმები;
- გელა გნოლიძე;
- ანუკა ცქვიტინიძე.
ეს უკვე მეორე კონცერტია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ახალციხეში გამართა. პირველი ღონისძიება, სადაც “რეზო და ბავშვებმა” იმღერეს 8 სექტემბერს გაიმართა. იმავე დღეს, რეგიონში იყვნენ მმართველი გუნდის წევრებიც, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც შეკრებილებს ბრონირებული შუშის მიღმა ესაუბრებოდა.
ნახეთ სიუჟეტი: Შორს მედიისგან – “ოცნების” პარტიული კონცერტი ახალციხეში