ჭადრაკის სათამაშო მოედანი, სკოლაში კვების ადვოკატირება – “ასოციაცია ტოლერანტის” პროექტის შედეგები

October 4, 2024

ჭადრაკის სათამაშო მოედანი ახალციხის 1 სკოლაში, ადვოკატირების კამპანია სკოლაში კვების და ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ,სახელმძღვანელოები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, – ასოციაცია ტოლერანტმა პროექტი “შევქმნათ უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო ჩვენი შვილებისთვის”  დახურა და შედეგები დღეს, მოსახლეობას გააცნო და საჯაროდ განიხილეს. 

პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა, ახალციხის N7-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა იაძე, რომელმაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს განმავითარებელი აქტივობების სახელმძღვანელოები უყიდეს. 

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.