საქართველოში, Rakuten Viber-ში არხების რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს

October 8, 2024

®︎

Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს აუდიტორიის ნახვისა და დაკავშირების შესაძლებლობებს: მესენჯერში ყველასთვის ხელმისაწვდომია არხების ფუნქციონალი კომენტარებით, სტატისტიკით, დაგეგმილი პოსტებითა და სხვა სასარგებლო, მოსახერხებელი შესაძლებლობებით. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბრისთვის, საქართველოში არხების რაოდენობა რამდენიმე ასეულ არხს ითვლის, რომელთაც ათი ათასობით მაღალი ჩართულობის გამომწერი ჰყავთ. მომხმარებლები აქტიურად უზიარებენ ერთმანეთს საინტერესო არხებს და იწვევენ სხვა გამომწერებს.

Rakuten Viber-ის არხები შესანიშნავი საშუალებაა ბრენდების, ორგანიზაციების, მედიებისა თუ ბლოგერებისთვის  – ყველასთვის, ვისაც ფართო აუდიტორიასთან სჭირდება კომუნიკაცია. მაგალითად, არხებსა და ჯგუფებს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ არხზე შეტყობინების გაგზავნა მხოლოდ ადმინისტრატორებსა და სუპერ ადმინისტრატორებს შეუძლიათ. აქ არ არის შეზღუდული მონაწილეთა რაოდენობა, რაც საშუალებას იძლევა ყოველდღიურად უფრო და უფრო დიდ აუდიტორიას დაუკავშირდეთ. ამავდროულად, Rakuten Viber-ის პრიორიტეტების შესაბამისად, არხები დაცული და უსაფრთხო ადგილია  – არხის წევრების სია მხოლოდ ადმინისტრატორებისთვის და სუპერ ადმინისტრატორებისთვისაა ხელმისაწვდომია. მომხმარებლებს მხოლოდ არხის წევრების საერთო რაოდენობის დანახვა შეუძლიათ. ასევე, არხის პოსტები ნაჩვენებია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და შეტყობინებები ჩართულია ნაგულისხმევად, რათა გაზარდოს აბონენტების ორგანული ჩართულობა.

Rakuten Viber-ის არხებმა პოპულარობა მოსახერხებელი ფუნქციებისა და ფართო შესაძლებლობების გამო მოიპოვეს. მომხმარებლებისთვის, Rakuten Viber-ის არხები მოსახერხებელი ინსტრუმენტია ბრენდებთან და ინფლუენსერებთან დასაკავშირებლად: აქ შესაძლებელია გაეცნოთ ახალ ამბებს მედიიდან, მიიღოთ უახლესი ინფორმაცია კომპანიებისგან, მიჰყვეთ ბლოგერებს და მიიღოთ ხარისხიანი კონტენტი თქვენთვის საინტერესო თემებზე. არხის წევრებს შეუძლიათ გამოხატონ რეაქციები შეტყობინებებზე, მონაწილეობა მიიღონ გამოკითხვებსა თუ ვიქტორინებში, გააზიარონ საყვარელი პოსტები პირად ჩატებში და დატოვონ კომენტარები პოსტებზე (თუ ეს ვარიანტი ჩართულია არხის სუპერადმინისტრატორის მიერ). მომხმარებლებს ასევე აქვს სხვა არხების მოძებნის შესაძლებლობაც. თუკი არხი საჯაროა, მაშინ მომხმარებლებს შეუძლიათ სახელით ან აღწერით მოძებნონ მესენჯერში საძიებო ფუნქციის მეშვეობით.

აქ მოცემულია არხის ადმინისტრატორებისა და სუპერადმინისტრატორებისთვის ხელმისაწვდომი ფუნქციების სია:

·         ჩატბოტთან კავშირი დამატებითი სერვისებით: Rakuten Viber-ის მესენჯერში, არხები შეიძლება მიბმული იყოს იმავე ორგანიზაციის ჩატბოტთან (არხის ყველა მონაწილეს ექნება წვდომა ჩატბოტზე გადასასვლელ ღილაკზე). ჩატბოტის საშუალებით შესაძლებელია, მაგალითად, მიიღოთ უკუკავშირი არხის წევრებისგან, დამატების მოთხოვნა ან გაუწიოთ მათ რაიმე სხვა სერვისის დახმარება.

·         სტატისტიკა მონაწილეებისა და შეტყობინებების შესახებ: სტატისტიკური ინფორმაცია საშუალებას გაძლევთ უკეთ გაიცნოთ თქვენი აუდიტორია. სუპერ ადმინისტრატორებს შეუძლიათ ნახონ აქტიური მომხმარებლების საერთო რაოდენობა, არხის წევრების რაოდენობის ცვლილებები და დემოგრაფიული მონაცემები. მათ, ასევე, აქვთ წვდომა თითოეული პოსტის სტატისტიკაზე და შესაძლებლობა გაეცნონ უნიკალური ნახვების, რეაქციების და გადაზიარებების რაოდენობას.

·         ასაკობრივი ზღვარი: ადმინისტრატორს შეუძლია შეზღუდოს არხის აუდიტორია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებზე. არხის გამოსაწერად, ახალმა წევრებმა უნდა დაადასტურონ, რომ მათი ასაკი მინიმუმ 18 წელია.

·         მოგვიანებით გამოქვეყნება: ამ ფუნქციის გამოყენებით, სუპერადმინისტრატორებს შეუძლიათ ავტომატურად გაგზავნონ არხებზე შეტყობინებები, რაც მათ საშუალებას აძლევს წინასწარ გაამზადონ პოსტები და დაგეგმონ მომავალი გამოქვეყნების დრო. თუმცა ამ ფუნქციის გასააქტიურებლად, თქვენ უნდა მიიღოთ ვერიფიკაციის ნიშანი (არხის პარამეტრებში აირჩიეთ „დეველოპერებისთვის” და დააკოპირეთ უნიკალური გასაღები ფანჯარაში, რომელიც გაიხსნება).

·         კონტენტის შექმნისთვის საჭირო ხელსაწყოების ფართო სპექტრი: გსურთ გახადოთ თქვენი პოსტები კიდევ უფრო საინტერესო და გაზარდოთ აუდიტორიის ჩართულობა? მაშინ, შეგიძლიათ გამოიყენოთ გამოკითხვების და ვიქტორინების ფუნქცია არხის წევრების დამატებითი ყურადღების მისაპყრობად და მათი ინტერესების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. პოსტებზე რეაქციების რაოდენობა კი საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ თუ რა სახის კონტენტი მოსწონთ თქვენს გამომწერებს. ფაილის სხვადასხვა ფორმატის (ფოტოები, ვიდეო, სტიკერები, გიფები) გაგზავნის შესაძლებლობა და გაძლიერებული რეალობის ნიღბების თუ საავტორო სტიკერების ნაკრების გაზიარება დაგეხმარებათ კონტენტი კიდევ უფრო  საინტერესო გახდეს. არხის გამომწერებს, თავის მხრივ, შეუძლიათ გამოიყენონ შეტყობინებების თარგმნის ფუნქცია და კონკრეტული შეტყობინების ტექსტს, 30-ზე მეტ სხვადასხვა ენაზე გაეცნონ.

Rakuten Viber არხების საშუალებით, ბრენდებს, მედიებსა და ბლოგერებს შესაძლებლობა აქვთ გააზიარონ სიახლეები, მოიზიდონ ახალი აუდიტორია და უკეთ გაიგონ მათი ინტერესები. იმავდროულად, მომხმარებლებს შეუძლიათ იპოვონ შესაბამისი, უნიკალური, საინტერესო კონტენტი და შეინარჩუნონ კონფიდენციალურობა.

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ხშირად ჩამოტვირთული აპია მსოფლიოში. ჩვენ ვქმნით მნიშვნელოვან კავშირებს და ვაერთიანებთ ადამიანებს უსაფრთხოდ, რათა მათ შეძლონ დატკბნენ ძვირფასი მომენტებით ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, მართონ საქმიანი ურთიერთობები ან მიჰყვნენ თავიანთ ინტერესებს – ჩვენ, ამ ყველაფერს ერთ სივრცეში გთავაზობთ! როგორც სუპერ აპლიკაცია, ჩვენი მომხმარებლებისთვის ვქმნით ისეთ სერვისებს, რომლებიც მოიცავს მათი ყოველდღიურ საჭიროებებს, თითქმის ყველა ასპექტში და ვუადვილებთ მათ ცხოვრებას.

Rakuten Viber არის Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი, გლობალური ტექნოლოგიების ლიდერი ელექტრონული კომერციის, ფინტექის, ციფრული კონტენტის და საკომუნიკაციო სერვისების სფეროში.